NBC - აშშ და მოკავშირეები გეგმავენ უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას, თუმცა ვადები ჯერ უცნობია

ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოკავშირეებთან ერთად, სურს უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება, თუმცა სავარაუდო თარიღებიც კი ჯერ უცნობია, - წერს NBC News.

"მომავალ თვეებში შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გადაწყვეტენ, როდის არის რეალური გამანადგურებლების მიწოდება, რამდენი იქნება და ვინ მიაწვდის მათ“, - განაცხადა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, თვითმფრინავები არ იქნება გამოყენებული უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომავალი კონტრშეტევის დროს.

როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, უკრაინის საჰაერო ძალების გაუმჯობესების შესახებ დისკუსიები დასავლეთის მხრიდან უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის ნიშანია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ოფიციალური პირები და სამხედროები რამდენიმე თვეა, მოუწოდებენ დასავლეთის ქვეყნებს დაიწყონ დასავლური გამანადგურებლების მიწოდება რუსული აგრესიისგან დასაცავად. პრიორიტეტული საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის მიღებაც უკრაინას სურს, არის F-16.

ჯერჯერობით უკრაინის საჰაერო ძალებს გააჩნია მხოლოდ საბჭოთა ტექნიკა, რომელიც ვერ გაუწევს კონკურენციას მეოთხე (სუ-35) და მეხუთე (სუ-57) თაობის რუსულ გამანადგურებლებს.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის იური იგნატის თქმით, ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინელ სამხედროებს საშუალებას მისცემს უფრო შორ მანძილზე ჩაჭრან რუსული რაკეტები, რადგან საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარებით ქვეყნის ცის სრული დაცვა შეუძლებელია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები