"დაუყოვნებლივ შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან!" - პარლამენტთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება, მთავარი მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებაა.

"რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება! რუსული თვითმფრინავი საქართველოს ინტერესში არ ჯდება! რუსული თვითმფრინავი არაფერში არ ჯდება!

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - დაუყოვნებლივ შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან!

დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთთან ფრენები არის წითელი ხაზი ევროკავშირისთვის და ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის. ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.

რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!

ყველამ იქონიეთ ბანერები თემის შესაბამისი წარწერით, სახმაუროები - სასტვენები, დოლები, ა. შ.

ხმაურით, ერთად და ბევრმა მოვთხოვოთ ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია", - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

უახლესი ამბები