პაატა მანჯგალაძე - კონსულტაცია რასთან დაკავშირებით გავიარო, კობახიძეს და მდინარაძეს სამი ხმა აკლიათ და ეს შევუვსო?

"ქართულ ოცნებას“ კონსულტაციები რომ უნდოდეს და ნდომებოდა კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი ადამიანები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შსს-ს გენინსპექციის მაღალჩინოსანს არ აირჩევდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "ოდეერს“ არ დანიშნავდა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ეტყობა, "ქართულ ოცნებას" არ ესმის სიტყვა კონსულტაციის მნიშვნელობა. კონსულტაცია ნიშნავს, რომ რაღაც არჩევანი არსებობს და უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ არანაირი არჩევანი არ არსებობს.

დილით როცა ჩვენ ყველამ ვთქვით, რომ მზად ვართ საუბრისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კონსულტაციის ნაცვლად ფარული გარიგებების გზა აირჩია ოპოზიციონერ კოლეგებთან. გაიყვანეს მათთვის სასურველი კანდიდატები, ვისაც ხმა ეყო, ვისაც ხმები არ ეყო, გადავიდნენ მეორე ტურში და რაში მივეხმარო? 

კონსულტაცია რასთან დაკავშირებით გავიარო, კობახიძეს და მდინარაძეს სამი ხმა აკლიათ და ეს შევუვსო, თუ ნოტარიუსის ფუნქცია შევითავსო? "ქართულ ოცნებას" არანაირი კონსულტაცია არ სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ კონსულტაციები რომ უნდოდეს და ნდომებოდა კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი ადამიანები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შსს-ს გენინსპექციის მაღალჩინოსანს არ აირჩევდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ოდეერს“ არ დანიშნავდა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები