რუსეთში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში "წმენდას" ახორციელებენ

რუსეთში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გრძელდება, კერძოდ, ახლა,  რუსეთის უშიშროების ძალები თითქოს ატარებენ "წმენდის ოპერაციას" და ცნობილია ერთი დაღუპულის და ორი დაჭრილის შესახებ, - ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ისაუბრა.

"გრაივორონის რაიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. თავდაცვის სამინისტრო სამართალდამცავ უწყებებთან ერთად აგრძელებს ტერიტორიის გაწმენდას", - განაცხადა მან.

როგორც გლადკოვმა აღნიშნა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებმაც დროებით დატოვეს ტერიტორია, ჯერ ნაადრევია სახლებში დაბრუნება. მან ასევე განაცხადა ევაკუაციის დროს ქალის დაღუპვისა და ორი დაჭრილის შესახებ, რომლებთანაც თითქოს ჯერჯერობით "ვერ მიდიან".

"სამწუხაროდ, გუშინ ევაკუაციის დროს გარდაიცვალა 1941 წელს დაბადებული ქალი. არსებობს ინფორმაცია, რომ იმ დასახლებებში, სადაც მტერი შევიდა, ორი მშვიდობიანი მოქალაქეა დაჭრილი. ჯერჯერობით, უსაფრთხოების ძალებმა მათთან მისვლა ვერ მოახერხეს", - განაცხადა გლადკოვმა.

"რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" და ლეგიონმა "თავისუფალი რუსეთი" ბელგოროდის რეგიონში რეიდი მოაწყვეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ასეთი ქმედებების მიზანია უკრაინელების დასაცავად "უსაფრთხოების ზონის“ შექმნა. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსეთის უშიშროების ძალებს და პარტიზანებს შორის შეტაკება მოხდა რუსეთის ბელგოროდის ოლქის სულ მცირე სამ ადგილას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები