სკიბიცკი - სიაშია ყველა, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში ომზე

უკრაინას აქვს იმ პირთა პირობითი სია, რომელთა ლიკვიდაცია სურს. მას რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. მის გარდა, მასში შედიან "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და სხვები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინაში შეჭრაზე, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

მას ჰკითხეს, ცდილობს თუ არა უკრაინა პუტინის ლიკვიდაციას.

"ის ამჩნევს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მას, მაგრამ შესაძლოა, საკუთარი ხალხისაც ეშინია. ამ "სპეციალურ ოპერაციას“ რუსეთში კვლავ ბევრი ხალხი უჭერს მხარს, მაგრამ სოციალური ქსელების და ტელეფონების შემოწმების წყალობით, ჩვენ ვიცით, რომ ახლა იმდენი რუსი დაიღუპა, რომ ეს ხალხს აშინებს“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ სიაში "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც არის.

მას ასევე ჰკითხეს, ვინ ლიდერობს იმ ადამიანების სიაში, რომელთა ლიკვიდაციაც უკრაინას სურს.

"პუტინი, რადგან ის კოორდინაციას უწევს და წყვეტს, რა მოხდება. მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებებზე. გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაგეგმეს თავდასხმა და ახლა ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებიან", - განაცხადა სკიბიცკიმ.

სკიბიცკიმ ასევე ახსენა ჩეჩნეთის ე.წ. ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის პირველ თვეებში "ყველგან იყო", მაგრამ ახლა გააცნობიერა, რომ სტრატეგიულად პუტინის რეჟიმს უკვე წაგებული აქვს.

მისივე თქმით, პირობით სიაში ასევე შედიან სერგეი სუროვიკინი და სხვა რუსი მეთაურები, რომლებიც უკრაინაში შევიდნენ იმ ფიქრით, რომ "აღლუმზე იქნებოდნენ".

მას ჰკითხეს, სად არის ამ სიის საზღვარი - განიხილება თუ არა სამოქალაქო პირების, ოლიგარქების თუ პროპაგანდისტების ლიკვიდაციის შესაძლებლობა.

"ჩვენ ომში ვართ და ისინი ჩვენი მტრები არიან. თუ მნიშვნელოვანი ფიგურა აწარმოებს და აფინანსებს მათ იარაღს, მაშინ მისი ლიკვიდაცია გადაარჩენს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს... საერთაშორისო კონვენციების თანახმად, ეს არის ლეგიტიმური სამიზნე", -  განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები