უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 205 260 (+500) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 25.05.2023-მდე: ტანკები - 3795 (+3), ჯავშანტექნიკა - 7432 (+8), საარტილერიო სისტემები - 3359 (+20), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 570 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 327 (+0), თვითმფრინავი - 309 (+0), ვერტმფრენები - 296 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2907 (+36), ფრთოსანი რაკეტები - 1015 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 6148 (+2), სპეციალური ტექნიკა - 444 (+4).