სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა, უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ, -  ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს 26 მაისია და ეროვნული სიამაყის დღე უნდა იყოს - შემართებისა და ღირსების დღე. იმედის გრძნობა თუ გაგვაჩნია, იმ ახალგაზრდებს უნდა ვუმადლოდეთ, ვინც თავისი წარმატებით, საკუთარი ნიჭით, შრომით და ჟინით შეძლეს და საქართველო ასახელეს კულტურაში, სპორტში, თუ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მჯერა, რომ ისინი ამ ქვეყანაში თავისუფალ აზროვნებასთან და ინიციატივებთან ერთად დანერგავენ ცოდნას, პროფესიონალიზმს და ქვეყნისთვის ახალ პერსპექტივებს შექმნიან.

იმედის გრძნობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ დღეს ვუყურებთ, თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას და ჩვენი ქვეყნის საკუთრებას. იმედი გვიჩნდება, მაშინ, როცა იქ მცხოვრები ქართველები ყოველგვარ შევიწროებას უმკლავდებიან და არ თმობენ არც ქართულ ენას და არც ქართველობას.
სიამაყის განცდა გვეუფლება, როცა ვუყურებთ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს და ურთულესი პირობების მიუხედავად, მტერს არ ნებდება, გატაცებებმა ვერ შეაშინა და ვერ გააძევა საკუთარი სახლიდან.

და ყველაზე მთავარი იმედი - ჩვენი საზოგადოება, რომელმაც მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება. ამ საზოგადოების ძალა და შემართება ყველას მიერ გასათვალისწინებელია, რამეთუ ის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს. მაგრამ დღეს ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა.

ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს.

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ევალება რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია.  ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა.

ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს!

არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან ერთი მხრივ შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები