ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენ ვაფასებთ მათ ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც სიტყვაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოსა და ამ ფონზე ჩვენი ქვეყნისსახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით თავდაცვის ძალების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ქვეყანაში  მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის  პროცესში ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

"როცა ომი მიმდინარეობს შავი ზღვის რეგიონში  და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევის წინაშეა, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ  ქვეყანა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას,  უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების  წვლილი და მათი თანმიმდევრული, მტკიცე მხარდაჭერა გაიხსენა და ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ამოცანის განხორციელების პროცესში, მინისტრმა  წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა,  ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება,  ინფრასტრუქტურისა და საბრძოლო საშუალებების განახლება სამხედროების სოციალური პირობების  გაუმჯობესება უწყების პრიორიტეტებად დაასახელა.

"ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტთან აქტიური მუშაობით მყარი საფუძველი შექმნა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებისთვის და ახალი ინსტიტუციური რეფორმებისათვის, რაც თავდაცვის ახალი კოდექსით დარეგულირდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები