უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 206 600 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 28.05.2023-მდე: ტანკები - 3797 (+3), ჯავშანტექნიკა - 7456 (+7), საარტილერიო სისტემები - 3425 (+11), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 574 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 329 (+0), თვითმფრინავი - 313 (+0), ვერტმფრენები - 298 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2993 (+3), ფრთოსანი რაკეტები - 1056 (+10). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 6192 (+9), სპეციალური ტექნიკა - 451 (+2).