საჰაერო თავდაცვამ ღამით უკრაინის თავზე მტრის 52 დრონი ჩამოაგდო

უკრაინელმა სამხედროებმა ამ ღამით მტრის უპილოტო თვითმფრინავის მასიური თავდასხმის დროს ქვეყნის საჰაერო სივრცეში 52 Shahed ჩამოაგდეს. საერთო ჯამში, რუსებმა 54 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინის  საჰაერო ძალები ავრცელებს.

"28 მაისის ღამეს, მტერმა უკრაინას შეუტია ირანული Shahed-136/131 დრონებით ჩრდილოეთის მიმართულებიდან - ბრიანსკის ოლქიდან (რუსეთი) და სამხრეთიდან - კრასნოდარის ტერიტორიიდან (რუსეთი)“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მისივე ინფორმაციით, გამოყენებული იყო კამიკაძე-დრონების რეკორდული რაოდენობა - კერძოდ, 54.

28 მაისის ღამეს უკრაინის უმეტეს რაიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა და ცნობილი გახდა რუსი ოკუპანტების მიერ კამიკაძე-დრონების გაშვების შესახებ. რეგიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

მოგვიანებით კიევში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის ფონზე  აფეთქებების სერია გაისმა - უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 40 დრონი ჩამოაგდეს. 

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით,  უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად, დედაქალაქის რიგ რაიონებში მოხდა ნგრევა და ხანძარი, არის მსხვერპლი, ასევე არიან დაშავებულები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები