ირაკლი კობახიძე - როგორც ჩანს, პუტინი "ნაცმოძრაობას" გულისხმობდა

რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს, – ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერსო, გულისხმობდა როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობას“. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე "ნაცმოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში, აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი. ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს. ალბათ, მათ გულისხმობს, რადგან ჩვენ არ გაგვიპროტესტებია. მან თქვა, რომ გაუკვირდა პროტესტი მათი მხრიდან, ვინც ამას ითხოვდა, ჩვენ არ გაგვიპროტესტებია. გააპროტესტა „ნაცმოძრაობამ“. 

თავის დროზე რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსეთს დაეწესებინა უვიზო მიმოსვლა. მაშინ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ღია და ფარული მოლაპარაკებები რაც მას ჰქონდა ომის შემდეგ პუტინის ხელისუფლებასთან. რუსული ნაბიჯი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 20%-ის ჩაბარება, ეს იყო რუსული ნაბიჯი“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები