30 მაისს "ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

30 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუში“ “ევროპის უნივერსიტეტის” ფსიქოლოგიის საბაკლავრო პროგრამის ხელმძღვანელის, აფილირებული ასისტენტ-პროფესორის ბაია კუბლაშვილის და აფილირებული ასისტენტ-პროფესორის თამარ მაღლაკელიძის წიგნის „სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი "ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით მომზადდა და წარმოადგენს საქართველოში პირველ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მეცნიერებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, სთავაზობს უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ თეორიულ მიმოხილვას და სფეროში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის მიგნებებს.

წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის “საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ” ფარგლებში მომზადდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები