ლევან დავითაშვილი - საქართველოს მდგომარეობა და ვითარება არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა

ჩვენ ასევე შევეხეთ ზოგადად ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სანქციების აღსრულებისა და შესრულების საკითხებს. მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ გვექნება დამატებით სამი ახალი დაკავშირებითი პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"თქვენ მოისმინეთ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აქტუალურია. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი. თუმცა ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ. ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა და ვითარება არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვს, საქართველოს აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ასე რომ, საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან და ამაზე ღია საუბარი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. ვფიქრობ, ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია.

ჩვენ ასევე შევეხეთ ზოგადად ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სანქციების აღსრულებისა და შესრულების საკითხებს. მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ გვექნება დამატებით სამი ახალი დაკავშირებითი პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან. დღეს იცით, რომ ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსით და აქ ხდება საბაჟო კონტროლი მკაცრად და ამას ყველა ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის სანდო, საიმედო პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციების აღსრულების ნაწილში. თუმცა, ახალი დაკავშირების პუნქტი გვიჩნდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. აქ ჩვენი მხრიდან არსებობს მზა პოზიცია, საბაჟო შესაძლებლობებს ზრდის და ისევე, როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი აეროპორტებშიც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გავუზიარეთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს კონტექსტი მართლაც განსხვავებულია, რადგან ჩვენი მდგომარეობა არის სპეციფიური, იქნება ეს უსაფრთხოების კუთხით, თუ ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით.

"ვისაუბრეთ, რომ ცალსახა არ არის პოზიციები დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც, ზოგადად სავაჭრო ურთიერთობებთან დაკვაშირებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორია პროგნოზი, როგორი იქნება მომავალში დამოკიდებულება სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. იცით, რომ ზოგიერთი ქვეყანა მეტად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან ომის დაწყების შემდეგ – 2022 წელს მთლიანად რუსეთთან ევროკავშირის ვაჭრობა 5 მილიარდი ევროთი გაიზარდა, ზოგიერთი ქვეყნის ვაჭრობა გასამმაგებულია რუსეთთან, ზოგიერთი ქვეყნის – შემცირებულია. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპელებთან გვქონდეს მკაფიო, ღია და გულწრფელი დიალოგი თითოეულ საკითხზე. ვფიქრობ, ეს სწორად არის შეფასებული და დაფასებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. რა თქმა უნდა, შეიძლება, ჩვენ გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლება, გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან. ჯერ ერთი, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ევროკავშირის წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, ეს პროგრესი ადეკვატურად დაფასდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ საქართველოს კონტექსტი არის მართლაც განსხვავებული. ჩვენი მდგომარეობა სპეციფიურია, ეს იქნება უსაფრთხოების კუთხით, თუ ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით.

ხშირად გვაქვს ხოლმე ბევრად უფრო პოზიტიური შეხვედრები. ორივე მხარე ამ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ დღის წესრიგსა და თანამშრომლობის ასპექტებზე ვისაუბროთ. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფერზე ვერ ვჯერდებით. შესაბამისად, ეს აზრთა სხვადასხვაობა, ევროკავშირის ამ კონკრეტულ წერილში ეს პოზიცია, რა თქმა უნდა, დაფიქსირებული იყო. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თითოეულ იმ საკითხზე, რომელიც დასვეს და ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ეს არის დისკუსიის პროცესი, როდესაც ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი დიალოგი გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. ეს მუშა პროცესია. ჩვენ ევროკაშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგი გვაქვს უამრავ საკითხზე, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე, სატრანსპორტო კუთხითაც. თქვენ მოისმინეთ, რომ მათი მხრიდანაც ეს დაფასებულია და ჩვენც ვაფასებთ იმას, რომ გულწრფელად, ჩვენ, პარტნიორებმა შეიძლება, ერთმანეთს ვესაუბროთ ძალიან პირდაპირი ენით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები