კოსოვოში შეტაკებების შედეგად ნატო-ს მისიის წევრები დაშავდნენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კოსოვოში ნატოს ხელმძღვანელობით საერთაშორისო ძალებზე არაპროვოცირებულ თავდასხმებს, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

"ასეთი თავდასხმები აბსოლუტურად მიუღებელია. ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას და ჩაერთონ დიალოგში", - აღნიშნულია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები კოსოვოში მიიღებს ყველა საჭირო ზომას უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შესანარჩუნებლად.

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ზვეჩანის მუნიციპალიტეტში სერბმა დემონსტრანტებმა ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარები ესროლეს ნატო-ს მისიის სამხედროებს, რომლებიც ადმინისტრაციული შენობებთან განთავსდნენ. ადგილობრივი სერბები ზვეჩანში ასევე დაუპირისპირდნენ პოლიციას.

დაძაბული ვითარების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები