ირაკლი კობახიძე - სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას

"რუსეთის ფედერაციისთვის სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი. ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი: პირველ რიგში, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით, სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის უმძიმესი შედეგები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. როცა  სანქციას უწესებ სხვას ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როცა სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ თავს - ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ამას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავაკეთებდით“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამ განცხადებით, გუშინ, ევროკავშირის ელჩების ეკონომიკის მინისტრთან ე.წ. დემარშის ფაქტს გამოეხმაურა.

"გუშინ ევროკავშირის ელჩები ეკონომიკის მინისტრთან გახლდნენ ე.წ. დემარშით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ამ ე.წ. დემარშით  პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან,  რუსეთის ფედერაციისთვის  სანქციების დაწესება  მოითხოვეს, რაც იყო ერთგვარი სიურპრიზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ოპოზიცია, ასევე რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენს ეკონომიკას პირველივე წელს 10 %-იანი ვარდნა ექნებოდა და პესიმისტური სცენარის პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო  18%-იანი ეკონომიკური ვარდნა,  რაც თანხებში ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა 2,5 მილიარდი დოლარიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე დაკარგავდა.

"საუბარია კატასტროფულ შედეგებზე, ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანი რუსეთის ფედერაციისთვის ნულოვანი იქნებოდა. კითხვა უნდა დაისვას - ვინ დაგვიკომპენსირებდა ამ თანხას, თუნდაც 2,5 მილიარდ დოლარს, მაშინ როდესაც მთლიანად რომ ავიღოთ ევროკავშირი-ამერიკის წლიური დაფინანსება სულ არის დაახლოებით 200 მილიონი დოლარი. თან ეს არ არის მთლიანად დახმარება და ბუნებრივია, ეს თანხა ვერანაირად ვერ დააკომპენსირებდა იმ დანაკლისს, რაზეც გვაქვს საუბარი. მოდით ვკითხოთ ხალხს: უნდათ თუ არა აჭარაში ჩვენს მოქალაქეებს, რომ შვილებს დაუტოვონ ვალები, მიიღონ უმძიმესი ეკონომიკური შედეგები, შერჩეთ მათ შვილებს მამუკა ხაზარაძის ვალები, რომელიც დღეს ასე აქტიურად ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის. ასევე კახეთში ვკითხოთ ფერმერებს - უღირთ თუ არა მათ მთელი წლის შემოსავლის გაშვება, მოსავლის გაფუჭება და ასევე კრედიტების დატოვება საკუთარი შვილებისთვის.  200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა და პირველივე წელს სანქციების დაწესების პირობებში. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს,  სურთ თუ არა საკუთარი სამუშაო ადგილების დაკარგვა, მათი ახლობლების, ნათესავების სამსახურის დაკარგვა, შემოსავლების შემცირება. საუბარი არის არა მარტივ შედეგებზე, არამედ უმძიმეს ეკონომიკურ შედეგებზე, ნულოვანი ზიანი რუსული ეკონომიკისთვის და იქნებოდა უმძიმესი შედეგები ქართული ეკონომიკისთვის“,  -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე არის სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით,  თითქოს კანდიდატის სტატუსი იქნებოდა ამ ყველაფრისთვის კომპენსაცია.

"მინდა შეგახსენოთ, რომ მოლდოვამ შარშან მიიღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ორი წლის განმავლობაში, ჩვენი და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა იზრდება ჩვენს სასარგებლოდ 8 მილიარდი დოლარით. აქედან ჩანს, რომ ესეც არის ცარიელი სპეკულაციები. არავითარი კავშირი კანდიდატის სტატუსსა და ეკონომიკურ ზრდას შორის სინამდვილეში არ არსებობს. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, ჯერ ერთი ვერ დავუშვებთ ესკალაციას და მეორე ფრონტისკენ ნაბიჯების გადადგმას და მეორე, ვერ დავუშვებთ ეკონომიკურად საკუთარი ხალხის დასჯას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები