აშშ იმედოვნებს, რომ შვედეთი ნატოს უახლოეს კვირებში შეუერთდება

ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ შვედეთი ნატოში შესვლას უახლოეს კვირებში დაასრულებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებამ უარი თქვან ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანდნენ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გამოიწვია.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ასევე დღეს განაცხადა, რომ მის ქვეყანას კვლავ იმედოვნებს, რომ ნატოს წევრი ალიანსის ივლისის სამიტამდე გახდება.

შვედეთი ერთ წელზე მეტია, ცდილობს გახდეს ნატოს წევრი. მისი წევრობა არ არის რატიფიცირებული უნგრეთის და თურქეთის მიერ. თურქეთის ხელისუფლებას არ სურს მხარი დაუჭიროს შვედეთის ალიანსში შესვლას, რადგან ისინი ქვეყანას "ტერორიზმის მხარდაჭერაში“ ადანაშაულებენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯერ არ არის მზად, შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.

მსგავსი სიახლეები