სალომე ზურაბიშვილი - უვიზო რეჟიმი, ფრენების აღდგენა გამიზნულია იმისთვის, რომ შიდა ესკალაცია და დაძაბულობა გაიზარდოს

რუსეთს მივმართავ, ნურც ეცდებით, რომ შებღალოთ საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს დემოკრატიისკენ სწრაფვა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

"მნიშვნელოვანი გახლავთ რუსეთისგან თავდაცვა. რუსეთი დღესდღეობითაც აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და ახორციელებს ჰიბრიდულ ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ცდილობს, რომ გაზარდოს თავისი ზეგავლენა საქართველოზე და შეასუსტოს ევროპის გავლენა. ეკონომიკური ურთიერთობა, უვიზო რეჟიმი, ფრენების აღდგენა გამიზნულია იმისთვის, რომ შიდა ესკალაცია და დაძაბულობა გაიზარდოს. ამას ვერ დავუშვებთ. ვერ დაუშვებს საქართველო, ვერ დაუშვებს ევროპა. ევროპა ძალიან აქტიურად იბრძვის ამის წინააღმდეგ. შესაბამისად, უნდა დაეხმაროს საქართველოს, რომ აღუდგეს ამ ყველაფერს. სწორედ ამისთვის გვჭირდება კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები