ზელენსკი - ვხედავთ რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, ვხედავთ, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს განუკითხაობის მორევში

არ უნდა იყოს ჩვენს კონტინენტზე არც გაყინული და არც ცხელი კონფლიქტები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები. სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რომ რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა, ან ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია.

ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მორევში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველ დღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, სხვების იმედები აბსოლუტურად ილუზიური ხდება. იფიქრეთ ამ იმედგაცრუებაზე, ასევე ჩვენი ჯარისკაცების იმედგაცრუებაზე.

წელს არის გადაწყვეტილებების წელი, ზაფხულში ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე საჭიროა უკრაინის მკაფიო მიპატიჟების სიგნალი და უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს წევრობის გზაზე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეც საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილება. პოზიტიური გადაწყვეტილებები უკრაინისთვის, იქნება პოზიტიური გადაწყვეტილებები ყველასთვის. უსაფრთხოების საფუძვლები მოლდოვისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის და ეჭვი არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში ბელარუსისთვისაც. ეს ყველაფერი ევროპული მშვიდობისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები