ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით აღინიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.

ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის ჩვენება გაიმართა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღის ცენტრ „თებეს“ ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.

დილიდან ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში უამრავმა ბავშვმა მოიყარა თავი. დღის პირველ ნახევარში მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ატრაქციონები მათთვის უფასო იყო.ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, მინერალური წყლის ბიუვეტის სივრცეში, ბორჯომის თანამედროვე ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებები სპორტული ნაწილით გაგრძელდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ა(ა)იპ სასპორტო სკოლის მოსწავლეები.

შემდეგ კი ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

კონცერტის პარალელურად, ბავშებისთვის საზეიმო განწყობის შექმნაზე მხიარული ანიმატორები ზრუნავდნენ. ასევე, მათ სხვადასხვა აქტივობაში შეეძლოთ ჩართვა (მეგა ჩაძირობანა, მინი-გოლფი, გიგანტური საპნის ბუშტები, სახის მოხატვა, ბუშტის ფიგურების აწყობა).

დღის ბოლოს, საზეიმო განწყობის შექმნაზე ვოკალურმა ანსამბლმა "ჩოხოსნები“ და სტუდია „ენკი-ბენკის“ ბავშვებმა იზრუნეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძემ  და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ კიკნაძემ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და წარმატებული სპორტსმენები, მუსიკოსები  და პედაგოგები დააჯილდოვეს.

1 ივნისს ბორჯომის ცენტრალურმა (ისტორიულმა) პარკმა სეზონი ოფიციალურად გახსნა.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0ANbDzQwuTHZZrPai7eu1s4HcGzhRyssuQiB3mUxeYmahjcrx4V8pcVPwuuPkfJArl%26id%3D100067222093058&show_text=true&width=500" width="500" height="793" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>