შენდეროვიჩი - არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს

არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი წერს, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს წერს. 

"მე არ შემიშვეს საქართველოში. დღესასწაული ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა ჯგუფმა. დაიცვეს ჩემგან საქართველო, ყოჩაღ... მე პირველი არ ვარ. არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ხომ მართალია? 

2006 წელს მე, გაჩაღებული ანტირუსული კამპანიისა და დეპორტაციის დროს, ასობით მოსკოველთან ერთად გამოვდიოდი პუშკინის მოედანზე საპროტესტო მიტინგზე ლოზუნგით - მე ქართველი ვარ... როგორც თბილისიდან ჩემი დეპორტაციით ირკვევა, არასაკმარისი ქართველი ვარ. სასაცილოდ გამოვიდა", - წერს შენდეროვიჩი.

მწერალს 2 ივნისს თბილისში, 4 ივნისს კი ბათუმში ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები