რომან გოცირიძე - პრემიერის განცხადება თვალთმაქცობაა, რადგან იციან, რომ სტატუსის არმიღება პირდაპირ იქნება "ქართული ოცნების“ დანაშაული

დემაგოგიური განცხადებაა, რომ სტატუსის მიღება თურმე პოლარიზაციას შეამცირებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

"პოლარიზაცია როგორ შემცირდება, როცა 11 წელი "ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია ოპოზიციის განადგურება. პრემიერის განცხადება თვალთმაქცობაა, რადგან იციან, რომ სტატუსის არმიღება პირდაპირ იქნება "ქართული ოცნების“ დანაშაული და ახლა ერთ-ერთ არგუმენტად ეს მოჰყავთ.

მთავარია, ავანსად სტატუსი მოგვცენ, რადგან ქვეყანაში ოლიგარქიული და არაკონსტიტუციური მმართველობაა. ამბობენ, ტექნიკურად წინ ვართო და შეიძლება ტექნიკურად წინ ვიყოთ, რადგან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დიდი რეფორმები ჩავატარეთ და უკრაინას და მოლდოვას ვუსწრებთ, მაგრამ იქ არაფორმალური მმართველები არ არიან, ქვეყანას ფაშასავით არავინ მართავს. 

სტატუსს თუ მივიღებთ, ეს იქნება გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ სტატუსის არმიცემა შეიძლება, რუსეთის მხრიდან იყოს აღქმული, როგორც მისი გავლენის სფეროების აღდგენა. მოსახლეობის 90 პროცენტს როცა ევროკავშირი და ნატო უნდა, ბუნებრივია, ხალხი სტატუსს იმსახურებს მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცუდი ჰყავს“, – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები