თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ათი ოჯახისათვის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალურად შეჭირვებული ათი ოჯახისათვის სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან დავით გოგბერაშვილთან ერთად სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროცესებს ადგილზე გაეცნო და მშენებლებს ვადებისა და ხარისხის დაცვის შესახებ ესაუბრა.

"მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ადგილობრივ ბიუჯეტში სახლდაზიანების პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა, რომლის ფარგლებში ათი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, სოციალური მიმართულებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში, მერიამ რამდენიმე ბენეფიციარს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სამიზნე ჯგუფს დაეხმაროს სხვადასხვა პირველადი საჭიროების მქონე ნივთების შეძენაში. ამ მიმართულებით, შემოსულ განცხადებებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება განიხილავს. 

სამუშაო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩხიკვაძე, სიქთარვა-ახალთერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯემალ ისაკაძე, ღვანკითისა და რუფოთის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ჭანკვეტაძე, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

უახლესი ამბები