მეუფე გრიგოლი - ჩვენი საზრუნავი ჩვენ უნდა განვახორციელოთ და უფლისაგან არასოდეს აყოვნებს შემწეობა და დახმარება

ვინც არ შეინანებს, ის ცოდვასაც ვერ აჯობებს და ვერ დაძლევს და ვინც ცოდვას ვერ დაძლევს ის ვერ ცხონდება, ღმერთი კაცთმოყვარეა, ჩვენ გვაქვს ღმერთის სიყვარულის იმედი, მისი გადამრჩენელი მადლისა, მაგრამ თვითონაც უნდა ვიზრუნოთ, არ უნდა ჩავკეტოთ ჩვენი გული ამ მადლისთვის, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.

"დრო იცვლება, იცვლებიან ადამიანები, ძალიან ძნელია დღეს შედარება გავაკეთოთ, პარალელი გავავლოთ პირველ ეკლესიასთან, იმ ეკლესიასთან, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც იხილეს იესო ქრისტე, რომელთაც მიიღეს და შეიყვარეს, გული გაუხსნეს, მასთან ერთად დადიოდნენ, დაყვებოდნენ, ზრუნავდნენ მასზე, რამდენადაც ადამიანს შეუძლია იზრუნოს. დღევანდელი ეკლესია მასთან 2000 წლით არის დაშორებული, ცხოვრებისეული გამოცდილება მართლაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს ეკლესიას და ჩვენ ადამიანები, ეკლესიის წევრები ვცდილობთ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ იმის შესაბამისად, რა ეპოქაში ვცხოვრობთ და რა შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ღმერთი მარადიულია, მარადიულია მისი სიტყვა და მარადიულია მადლი სულისა წმინდისა, რომელიც დღესაც, როგორც მაშინ აღავსებს ადამიანს და განამტკიცებს, აძლევს ძალას, შესაძლებლობას, რომ მიუხედავად ამხელა სიშორისა დროში, მუდამ გრძნობდეს უფალს, მუდამ გრძნობდეს თავის თავს ქრისტეში და მუდამ გრძნობდეს ქრისტეს თავის თავში, რაც განსაკუთრებულ ენერგიას მისცემს და სიფხიზლეს შესძენს, რადგან საცდური დიდია. დღითი დღე მრავლდება ეს საცდური, მაგრამ როგორც მაშინ, დღესაც საცდური მოდის ბოროტისაგან, ეშმაკისგან და რომ გაუძლო და არ დამორჩილდე, საჭიროა, ყოველდღიურად ცხოვრება ქრისტეში, ყოველდღიურად დამკვიდრება იმ სიმართლეში, რასაც უფალი ითხოვს შენგან.

როგორც ნოეს დიდ კიდობანში ვინც იყო ის გადაურჩა დიდ წარღვნას, ვინც ეკლესიაშია, მიუხედავად განსაცდელებისა, რომელიც გარედან მოდის ან შიგნით ეკლესიაში იჩენს ხოლმე თავს, გაუძლებს, დაძლევს ცდუნებას და შეინარჩუნებს თავს ქრისტეში, ის გადარჩება.

ვინც არ შეინანებს, ის ცოდვასაც ვერ აჯობებს და ვერ დაძლევს და ვინც ცოდვას ვერ დაძლევს ის ვერ ცხონდება, ღმერთი კაცთმოყვარეა, ჩვენ გვაქვს ღმერთის სიყვარულის იმედი, მისი კაცთმოყვარეობისა, მისი გადამრჩენელი მადლისა, მაგრამ თვითონაც უნდა ვიზრუნოთ, არ უნდა ჩავკეტოთ ჩვენი გული ამ მადლისთვის. ჩვენი საზრუნავი ჩვენ უნდა განვახორციელოთ და უფლისაგან არასოდეს აყოვნებს შემწეობა და დახმარება", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები