სტოლტენბერგი - შვედეთმა ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა

შვედეთმა ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნა შეასრულა. სტოკჰოლმი შესაძლოა, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც ივლისში გაიმართება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთს აქვს "ლეგიტიმური უსაფრთხოების გარანტიები“, რადგან ნატოს არცერთ სხვა წევრს არ განუცდია ამდენი ტერორისტული თავდასხმა.

"შვედეთმა გადადგა მნიშვნელოვანი კონკრეტული ნაბიჯები თურქეთის შეშფოთების გადასაჭრელად, მათ შორის კონსტიტუციის შესწორება, იარაღის ემბარგოს შეწყვეტა და ანტიტერორისტული თანამშრომლობის გაძლიერება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, სულ რამდენიმე დღის წინ შვედეთში ამოქმედდა მნიშვნელოვანი ანტიტერორისტული კანონმდებლობა.

"ასე რომ, შვედეთმა შეასრულა თავისი ვალდებულებები“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ნატოში გაწევრიანების განაცხადის შემდეგ, შვედეთი უკვე წელიწადზე მეტია, ცდილობს გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი წევრი. ამ დროისთვის უნგრეთი და თურქეთი უარს ამბობენ მისი წევრობის რატიფიცირებაზე.

კერძოდ, თურქეთი შვედეთს „ტერორიზმის მხარდაჭერაში“ ადანაშაულებს. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც მომიტინგეების ჯგუფმა შვედეთში, ანკარის საელჩოს წინ ყურანი დაწვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები