თავასა-თუზის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება

თავასა-თუზის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ნინო ჩხიკვაძესთან ერთად თუზი-თავასის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და პროექტის ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს, არმირებული ბეტონის საფარისა და სანიაღვრე არხების მშენებლობას, რომლის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჯეო როუნდ ინვესტი“ ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები