უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 211 150 (+800) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 06.06.2023-მდე: ტანკები - 3860 (+12), ჯავშანტექნიკა - 7543 (+20), საარტილერიო სისტემები - 3603 (+36), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 590 (+6).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 351 (+2), თვითმფრინავი - 313 (+0), ვერტმფრენები - 299 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 3212 (+23), ფრთოსანი რაკეტები - 1171 (+35). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 6332 (+20), სპეციალური ტექნიკა - 489 (+5).