ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.   

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, დაგეგმილია ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია და ავტობუსის სადგომების მოწყობა მეტალის კონსტრუქციით. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდება ავტობუსების სამრეცხაო და სახელოსნო. ამასთან, მოეწყობა ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და მოწესრიგდება კანალიზაციის ქსელი.

სამუშაოების მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები