ზელენსკი - ტრაგედიის შედეგები გაირკვევა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, როცა წყლის დონე დაეცემა და ვნახავთ რა დარჩა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა, როდესაც წყლის დონე დაეცემა. 

როგორც ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის დაზვერვამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის კაშხალი ჯერ კიდევ გასულ წელს დანაღმეს.

მისივე თქმით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა წინასწარ გააცნობიერეს აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რისკები და მომზადდა მაშველთა ჯგუფები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სამსახურები.

"ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაშინაც კი, როცა იცი რა უნდა გააკეთო, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ არის ტრაგედია და სერიოზული გამოწვევა ბუნებისა და საზოგადოებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ახლა რთული ვითარებაა და შედეგებზე საუბარი ნაადრევია.

"ტრაგედიის შედეგები გაირკვევა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ... როცა წყალი წავა და გაირკვევა რა დარჩა იქ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ ნაბიჯს დგამს უკრაინის ტერიტორიაზე ეკოციდზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

"ეს არის დანაშაული, გენერალურმა პროკურატურამ ეს უკვე დაარეგისტრირა. ეს იქნება მტკიცებულებებით. არსებობს თანამედროვე კვალიფიკაცია - ეკოციდი. ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.

ვფიქრობ, აქ, პირველ რიგში, უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რეაგირება უნდა მოახდინონ საერთაშორისო ინსტიტუტებმა, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

6 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დანაღმული კაშხალი ააფეთქეს. წყალდიდობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა 80-მდე დასახლება, ძირითადად ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში.

წყალდიდობის გამო 40 ათასამდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. აქედან 25 ათასი ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. კონტროლირებადი ტერიტორიიდან ევაკუაცია გრძელდება. დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 13 დასახლება დაიტბორა.

აფეთქების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში სასმელი წყლის მიწოდება შეფერხებულია. შესაძლოა, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნას.

სადგურის აფეთქებას ჯერ არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა ენერგოსისტემაზე, მაგრამ კახოვკის ჰესის დაკარგვით ქვეყნის ჰიდროგენერაციის 5% დაიკარგა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები