ალექსეი კულება - ხერსონის ერთ-ერთ რაიონში წყლის დონემ 3,5 მეტრით აიწია და ათასზე მეტი სახლი დატბორა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ალექსეი კულებამ იმ რაიონების შესახებ ისაუბრა, სადაც კახოვკის ჰესზე აფეთქების შემდეგ ყველაზე რთული ვითარება შეიქმნა.

მისი თქმით, ხერსონის ერთ-ერთ რაიონში წყლის დონემ 3,5 მეტრით აიწია და ათასზე მეტი სახლი დატბორა.

კულებას თქმით, ახლა მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია - ტარდება სამაშველო და გადაუდებელი სამუშაოები, კერძოდ,  ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ექიმები, სამართალდამცველები, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მისი თქმით, 1500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ადამიანებს ცხოველების გადარჩენაშიც ეხმარებიან.

კულებას განმარტებით, ევაკუაცია ხვალ და უახლოეს დღეებში გაგრძელდება - ავტობუსით და მატარებლით, გამგზავრების საათების შესახებ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას ეცნობება.

"საევაკუაციო პუნქტებზე არის საკვების პაკეტები და სასმელი წყალი. მუშაობს სოციალური სერვისები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, უზრუნველყოფილი იყოს სასმელი წყლით და საკვებით", - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართი ეძლევა ყველას, ვისაც ეს სჭირდება, ასევე ადგილზე დაზარალებულებს უწევენ ფულად დახმარებას.

რეგიონში მცხოვრებთა უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგია და გაზის მიწოდება ნაწილობრივ შეწყდა.

შედეგების აღმოსაფხვრელად და ხალხის დასახმარებლად ხერსონის ოლქში ქვეყნის ყველა რეგიონიდან იგზავნება ნავები, კატერები, სატვირთო მანქანები, ავტობუსები, წყლის გამწმენდი სადგურები და სხვა აღჭურვილობა.

"ასევე მნიშვნელოვანია. მდგომარეობა სტაბილურია დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და მიკოლაივის ოლქებში. წყალი არის და იქნება რეგიონებში", - აღნიშნა კულებამ.

კახშლაზე აფეთქება 6 ივნისის ღამეს მოხდა. ოკუპანტების ტერაქტის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა კახოვკის თბოსადგური, დაიტბორა ათობით დასახლებული პუნქტი.

უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მაშველმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას კი არანაირი დახმარება არ აქვთ.

უკრაინის ხელისუფლებამ და სამართალდამცველებმა აფეთქებას ტერორისტული თავდასხმა, მორიგი ომის დანაშაული და ეკოციდი უწოდეს, რაც ფართომასშტაბიან საფრთხეს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები