ირაკლი ზარქუა - არავის მივცემთ საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირაში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს. 

"ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ პატივი ვცეთ ყველა ინსტიტუციას, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ, იმიტომ კი არა, რომ სალომე ძალიან გვიყვარს, არა, მე პირადად, არ მიყვარს, მაგრამ, უბრალოდ, პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში ყველამ ვისწავლოთ პატივისცემა ამა თუ იმ ინსტიტუციის, მათ შორის, პრეზიდენტის. უბრალოდ, ჩვენ ვაკვირდებით, მერამდენედ ვეჩეხებით, თითქოსდა საბოტაჟს უქმნის ჩვენს ქვეყანას და საკუთარ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ.

შეგახსენებთ, პირველი იყო ელჩების დანიშვნა. ვეუბნებოდით, უბრალოდ, წარდგენილისთვის ხელი მოეწერა, მორჩა, მეტი არაფერი ევალება. ვიდრე ჩვენ არ ვთქვით, რომ, დაე, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს თემა, მანამდე არ მოაწერა, ჩვენც უკან გამოვიტანეთ; მეორე თემა იყო ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა. მოქმედ თავმჯდომარეზე, 2021-ში ვინც ჩაატარა არჩევნები, მოისმინეთ რამე უარყოფითი დასკვნა ეუთო/ოდირისგან, სადმე მოისმინეთ? არა. ვეუბნებით, იდეალური კანდიდატია, წარვადგინეთ, რომ წარმოედგინა პრეზიდენტს პარლამენტში. დღემდე არ გააკეთა და მოგვწერა, რომ, იცით, სამართლებრივი არგუმენტები არ გვაქვსო, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სახეზე არ მოეწონა ალბათ, რადგან სხვა მიზეზი არ არსებობს. როდესაც შენ ხარ ამგვარი მიდგომით, რომ სამართლებრივი არგუმენტი არ გაქვს, მაგრამ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – არ მინდა, წარმოვადგინო, ეს არ არის პასუხი, ეს არ არის სწორი ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ბოლოს, ეროვნული ბანკის შესახებ ეს იყო გვირგვინი. იცით, ჩვენ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, სადაც საბჭოს შეეძლო, მოვალეობის შემსრულებლად აერჩია, რადგან გვაქვს ჩანაწერი, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი ბრძანებით განმარტა, რომ მოვალეობის შემსრულებელი იქნება ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ახლა იმას ვადა ეწურება და შემდეგ რა უნდა ვქნათ? ჩვენი ქვეყანა არის რთულ რეგიონულ სივრცეში, სადაც, მაგალითად, თურქეთში 70%-ზე მეტია ინფლაცია, ევროკავშირში საშუალო ინფლაცია 20%-ზე მეტია, აღმოსავლეთ ევროპის 23-22%-ია, არაფერს ვამბობ რუსეთ-უკრაინაზე, არ შევეხები, მაგრამ ესენი არიან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები. კბილებით გვიჭირავს, რომ არ გაიქცეს ინფლაცია 9%-ის ფარგლებში. დაბალია, მაგრამ რაც გვაქვს წინასწარ განსაზღვრული, იმაზე მაღალია. საშუალო ევროპულ თუ სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით დაბალია, მაგრამ რომ გაგვექცეს, ეს უნდა? ვეუბნებით, წარმოადგინე კანდიდატი, არ აკეთებს. ბოლო შეთანხმება იყო, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაგვეძლია და ის წარმოადგენდა კანდიდატურებს, დაარღვია ისიც. გავიდა თებერვალი, მარტი, არ წარმოადგინა, ახლა ივნისია. პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება, დაგვიანებული თუ არა, სამართლიანია. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და არავის მივცემთ საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს, ისევე როგორც სხვა ინსტიტუციებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები