მამუკა მდინარაძე - ხომ ძალიან კარგად იცის სალომე ზურაბიშვილმა, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან მიდის?

პრეზიდენტს ხომ არ წარმოუდგენია [ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის] კანდიდატურა? თავად აღიარეს, რომ განვიხილავდითო, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ ენდობა ადამიანს, პროფესიონალია, დადებითი რეპუტაცია აქვს, პოზიტიური ადამიანია, ყველანაირად კარგი ადამიანია, კვალიფიკაციით და ყველაფრით, მაგრამ იცით რა, თქვენთან ნამუშევარია. მაშინ დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს, ის არის „ნაცების“ კლასტერი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ეროვნული ბანკის საბჭოში არსებული ორი თავისუფალი ადგილის შესახებ პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის არსებული შეთანხმების დარღვევის თაობაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი  LIVE” განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, ბევრი ვერსია არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოტივაცია ამოძრავებდა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა საფრთხის ქვეშ დააყენა. მისივე თქმით, პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ავითარებს, როდესაც საქარველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს და ის კარგად ხვდება, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული იმ მოთხოვნების შესრულება, რაც საქართველოს მიმართ ისმის რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ისმის.

"ათასი ვერსიაა, მათ შორის, გამოითქმის მოსაზრებები, რომ ახლობლების და ოჯახის წევრების დაწინაურების ხარჯზე „იცვალა ფერი“ პრეზიდენტმა, მაგრამ ფაქტი რა არის? ამით ვილაპარაკოთ, რომ საზოგადოება მიხვდეს, რომ ჩვენ ძალიან მართლები ვართ ამ  მსჯელობაში. რამდენი ნაბიჯიც გადადგა, ყველა იყო რეალობის საწინააღმდეგო. 26 მაისს რაც გააკეთა, არ შევყევით სპეციალურად, განცხადებაც გაავრცელა პოლიტსაბჭომ, რომელიც ძალაში რჩება. „ნაცური“ ნარატივი საქართველოს ხელისუფლების პრორუსობის შესახებ, უკიდურესად შეურაცხმყოფელია. თვითონ ხომ ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილმა, ხომ ვერ დავაბრალებთ, რომ არ იცის და ვერ ხვდება, - ასეთი პრეტენზიები ხომ არ გვაქვს ჩვენ მის ინტელექტთან? ხომ ზუსტად იცის, ორი თვითმფრინავით მოხალისეების გაშვება [უკრაინაში] რა რისკებთან იყო დაკავშირებული, ხომ ზუსტად იცის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან მიდის?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, არ ისაუბრებს მიზეზებზე, თუ რატომ ჯდება სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის საზიანო ნარატივში იმ ფონზე, რომ ყველა რისკის შესახებ კარგად არის ინფორმირებული,

"მასთან კომუნიკაციები არსებობს და როცა აზრი არ აქვს ამ კომუნიკაციებს, მაშინ წყდება ხოლმე პერიოდულად, რეალურად, ამ ადამიანმა, ძალიან კარგად იცის ყველა რისკის შესახებ და რატომ რისკავს და რატომ ჯდება ამ დიდ, საერთო, საქართველოსთვის დამაზიანებელ ნარატივში, შეიძლება ბევრი რაღაც ვიცოდე, ერთ ვერსიას ვიზიარებდე, მაგრამ ამაზე საუბარი მიჭირდეს, რომ მართლაც, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არ შევიდეთ იმ ნარატივში, რომელში შესვლასაც გვიბიძგებდა მისი ნაბიჯები“, - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები