ბორჯომში, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

ბორჯომში, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყო მიწისქვეშა სანიაღვრე ქსელი, ასევე  დაგეგმილია გზის მოწესრიგება, დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა  გრანიტის ქვაფენილიანი ტროტუარები. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს შპს "ბილტმორი" ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები