უკრაინაში მებრძოლი ქართველი ზურაბ მუშუქია, რომლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა, ცოცხალია.
ჯგუფი, რომელიც სპეციალურ ოპერაციაზე იყო ბახმუტის მიმდებარედ შესული, მასიურ დაბომბვაში მოყვა, რა დროსაც სპეცოპერაციაში მონაწილე მხოლოდ 2 ადამიანი გადარჩა. მათთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა, თანამებრძოლებს კი მუშუქია დაღუპული ეგონათ.
11-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ცხედრების და სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი 2 მებრძოლის, მათ შორის ზურა მაშუქიას გამოყვანა მოხერხდა.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე რუსეთის ომს უკრაინაში 45 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.