ონის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის ფარგლებში მე-2 ვორქშოფი ჩატარდა

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 2023 წლის 1 მარტიდან პროექტი "EXPANSION OF THE REGIONAL BRANDING IN THE REGIONS OF RACHA & GURIA“ ხორციელდება.

ფონდის მისიაა ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური თანამშრომლობის იდეების განვითარება. პროექტის პარტნიორები არიან: პროექტის ლიდერი - Regional Development Agency Senec – Pezinok (სლოვაკეთი); Association of Regional Brands (ჩეხეთი); The Association of the Carpathian Euroregion (პოლონეთი); სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა (საქართველო).

ახალი პროექტი ეხება რეგიონული ბრენდების გაფართოებას გურიისა და რაჭის რეგიონებში - საქართველოს რეგიონულ დონეზე ბიზნესისა და სოციალური ბიზნეს-კავშირების განვითარების ეკოსისტემის გაუმჯობესებას.

7 ივნისს პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მე-2 ვორქშოფი, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, შეიქმნა მუნიციპალური სამუშაო ჯგუფი.

მუნიციპალურმა სამუშაო ჯგუფმა იმუშავა ბრენდის პრინციპებზე, სტრუქტურაზე დაფინანსების წყაროებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ამავე შეხვედრაზე, ბრენდის სტრუქტურიდან გამომდინარე, არჩეულები იყვნენ რეგიონული სამუშაო ჯგუფუის მეწარმე წევრები.

პროექტის მიზანია ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ქსელის ორგანიზებით და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა რეგიონული ბრენდირების პრინციპების გათვალისწინებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები