ლიეტუვის პრეზიდენტი ნატოს მოუწოდებს, გააძლიეროს აღმოსავლეთი ფლანგი, თუ პრიგოჟინი ბელარუსში დარჩება

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება მოუწევს, თუ "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში დარჩება.

"თუ პრიგოჟინი ან "ვაგნერის" ჯგუფის ნაწილი ბელარუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი განზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - განაცხადა ნაუსედამ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც დაქირავებულთა ჯგუფის მიერ რუსეთის ფედერაციაში ბუნტის დაწყების მცდელობასთან დაკავშირებით გაიმართა.

ნაუსედამ ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიმართავს დამატებით სადაზვერვო შესაძლებლობებს "ბელარუსის პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტების“ შესასწავლად.

მან აღნიშნა, რომ აუცილებელია თავდაცვის გაძლიერება არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ ნატოს მთელ ტერიტორიაზე.

ნაუსედას განცხადებით, მიიჩნევს, რომ პუტინი შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს.

"მეფე შიშველია", - აღნიშნა მან.

23 ივნისს დაწყებული ამბოხი პრიგოჟინმა მოსკოვთან ახლოს შეწყვიტა და განაცხადა, რომ მის დაქირავებულებს გაიყვანს, თვითონ კი ბელარუსში გაემგზავრება. სად იმყოფება ამ დროისთვის "ვაგნერის" ხელმძღვანელი უცნობია.

მსგავსი სიახლეები