ნიკა გვარამია - სხვა მსგავსი დანაშაულების უპირველესი ამოცანა წარუმატებელი პროპაგანდის გადარჩენა-გაცოცხლების მცდელობაა

ამ შემთხვევის, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის და სხვა მსგავსი დანაშაულების უპირველესი ამოცანა წარუმატებელი პროპაგანდის გადარჩენა-გაცოცხლების მცდელობაა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი მიშა მშვილდაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით წერს.

"მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა არ არის მხოლოდ (და არც უპირველეს ყოვლისა) მწვავედ კრიტიკული ოპონენტის დანაშაულებრივი გზით დასჯა. სინამდვილეში, ამ შემთხვევის, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის და სხვა მსგავსი დანაშაულების უპირველესი ამოცანა წარუმატებელი პროპაგანდის გადარჩენა-გაცოცხლების მცდელობაა: "პატრიარქს აგინა", "ერეკლეს (საქართველოს დიად წარსულს) შეურაცხყოფს", "LGBT პროპაგანდა" - ამ პროპაგანდისტულმა მესიჯებმა არ იმუშავა, არ გაიწოვა ეს აბსურდი ხალხში, ფუჭად დაითესა და მოსავალი არ მოვიდა, იმედი, რ2 და სხვა პროპაგანდისტები ჩაფლავდნენ და ახლა ქოცები ჩვენი მეშვეობით ცდილობენ ამოცანის შესრულებას. 

ასეთ ვითარებაში საჭირო ხდება რაღაც საინფორმაციო მოდუსი ("ნიუს პოვოდი" ძველ ტელევიზიონშიკურ ენაზე), რომლის მეშვეობითაც პროპაგანდისტული ყალბი ჰიპერტექსტები ვირუსულად გავრცელდება და ტვინში გაჯდება. ეს პლატფორმა მაქსიმალურად სანახაობრივი, ხმაურიანი, რეზონანსული, დასამახსოვრებელი და პროპაგანდასთან ერთი შეხედვით კავშირში არმყოფი უნდა იყოს. ჰოდა, აირჩა კიდევაც თავდასხმების ფორმა, რომელიც ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. პროპაგანდის ამ ფორმის მთავარი ძალა, სამწუხაროდ და ერთი შეხედვით პარადოქსულად, ჩვენშია - ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში და მედიებში. პროპაგანდის ვერაგული ფორმა სარკისებური პროპაგანდაა, რაც ლიბერალური მედიის მიერ პროპაგანდის გაშუქებაში ვლინდება, რა დროსაც ჩვენ უნებურად ვავრცელებთ პროპაგანდისტულ ჰიპერტექსტებს, ვერთვებით და ამით ვქმნით პროპაგანდისტულ დისკურსებს. 

ამიტომაც, ჩვენზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, გავაშუქოთ იმგვარად, რომ უკუშედეგი - პროპაგანდის გაძლიერება არ მივიღოთ, მისი დამარცხების და პროპაგანდისტული მითების დამსხვრევის ნაცვლად.

Misha Mshvildadze კი მოვიკითხავ დიდი სიყვარულით", -  წერს გვარამია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnika.gvaramia.129%2Fposts%2Fpfbid09daRPnyE4Tne1Lp6AtTQu2VJ2yEWAiX8n7hFr92qYAcDhHR6VBGfqrDcPyRoaGYkl&show_text=true&width=500" width="500" height="304" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>