ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა.
2023 წელს პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო 4 ჟურნალისტს - შაჰინა კ.კ (ინდოეთი), მარია ტერესა მონტანო (მექსიკა), ფერდინანდ აიიტე (ტოგო) და ნიკა გვარამია (საქართველო) მიენიჭა.
გვარამია ჯილდოს დაარსებიდან - 1992 წლიდან პირველი ქართველი ჟურნალისტია, ვინც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
ორგანიზაციის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიალი 2023 წლის 16 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართება.