"პოლიტიკაში შეუძლებელი არაფერია, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხებიც, რისი შეცვლაც არ შეიძლება"

გასული წელი და ახლის დასაწყისი გულუხვი იყო რეზონანსული მოვლენებით: სადღაც ტრაგიკული, სადღაც ბუნებრივი, სადღაც ძნელად აღსაქმელი. მოხდა ბევრი ცვლილება, თუმცა ამავე დროს არსებობდა ისეთი რამ, რაც ამ ცვლილებებისგან უნდა ყოფილიყო დაცული. საუბარია სტრატეგიულ საკითხებზე, იმ პროცესებზე, რომლებიც დაიწყო პანდემიამდე და რომლებმაც რაც არ უნდა მოხდეს, ლოგიკურ დასასრულს უნდა მიაღწიონ.

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი Front news_copy International-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში 2020 წლის მოვლენებს აფასებს და საუბრობს იმის შესახებ რა შეიცვალა მსოფლიოში, რას მოუტანს ეს ცვლილებები საქართველოს და უკრაინას?

- დავიწყოთ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებით. ჯერ კიდევ 2019 წელს ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ამერიკის ხელისუფლების ცვლილება მსოფლიოშიც ბევრ ცვლილებას გამოიწვევდა, თუმცა საქართველო ამ მხრივ უნიკალურია, მის ბედზე არ ახდენს გავლენას ვინ არიან იქ ხელისუფლებაში - "რესპუბლიკელები" თუ "დემოკრატები". რატომ არის ასე?

- როგორც არჩევნები, ასევე წინა მოვლენები და ის, თუ როგორ ჩატარდა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, მეტყველებს, რომ ყურადღების ცენტრში ეროვნული ინტერესებია. მითუმეტეს, რომ ისეთი სახელმწიფო როგორიც აშშ-ია, იღებს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ მოქალაქეებზე, არამედ ამყარებს დემოკრატიას იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო იყოს. ამიტომ ეს ინტერესები არ არის დამოკიდებული პრეზიდენტის პარტიულ კუთვნილებაზე ან კონგრესის უმრავლესობაზე. ერთ-ერთი ასეთი ინტერესია შავი ზღვის რეგიონის, ამიერკავკასიის უსაფრთხოება. ამ თვალსაზრისით საქართველო საყრდენი პუნქტია არა მხოლოდ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური კავშირებისთვის.  იმისათვის, რომ ალიანსმა სრულად შეასრულოს თავისი როლი და გაიგოს სად არის საფრთხეები და როგორ გაუმკლავდეს მათ.

ე.წ. ორპარტიული მხარდაჭერა არის არა მხოლოდ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თანდაყოლილი ფენომენი. უკრაინასთან მიმართებაშიც ასეა. ურთიერთქმედების და პარტნიორობის და შემდგომ სტრატეგიული პარტნიორობის პერიოდში შეერთებულ შტატებთან, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით, რაც შევძელით. ეს ორპარტიული მხარდაჭერაა უკრაინის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს.  ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია, უკრაინისთვის კი უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლო ფაქტორი.

- შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, დააჩქარებს ნატო საქართველო ალიანსში გაწევრიანებას?

- პოლიტიკაში შეუძლებელი არაფერია. თეორიების აგება როდის და რა მოხდება, არ არის პროდუქტიული საქმიანობა. როგორც არ უნდა შეფასდეს შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის როლი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და როგორც ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის მთავარი რგოლი, ნატო არის კონსენსუსი, ეს არის ყველა დედაქალაქის პოზიცია, 30-ე წევრის, ამიტომ, საერთო აზრის გარეშე, გამოსავალი ვერ იქნება. ჩვენ ვნახავთ, ვინ იქნება უფრო დაჟინებული უკრაინისა და საქართველოსთვის ღია კარის თემაზე უახლოეს მომავალში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში და ევროპაში არსებობს სხვა მოვლენები, რომლებიც დროს, ძალისხმევას, რესურსებს მოითხოვს და არ არის დამოკიდებული ჩვენ მოლოდინებზე. წელს გერმანიაში არჩევნებია. ეს არის ფაქტორი, რომლის პროგნოზირებაც შეგვიძლია, მაგრამ მასზე გავლენა არ შეგვიძლია და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი ღრმა გადაწყვეტილებები ევროპაში გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით მიიღება გერმანიაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ.

- შეიძლება თუ არა, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფიგურამ საქართველო-უკრაინა-ნატოს ურთიერთობის განვითარებაში რაიმე უარყოფოთი როლი ითამაშოს?

-  ვიმედოვნებ,  ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ესმის, რომ არსებობს უმაღლესი ფასეულობები და ეს არა პარტიების ამბიციებია, არამედ ორი ხალხის ერთიანობა და ორი სახელმწიფოს ურთიერთქმედება საერთო ინტერესებთან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ, სტრატეგიული პარტნიორობა დამოკიდებული იყოს პოლიტიკურ პრეფერენციებზე ან სხვა კონფიგურაციებზე, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, ამის საშუალებას ჩვენი ხალხი არ მოგვცემს.

- რაც შეეხება ხალხს: საქართველოში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად - ფაქტია. ეს დადასტურდა არა მხოლოდ საქართველოში. რაც შემდეგ მოხდა, ძნელად შეიძლება ეწოდოს ბრძოლა დემოკრატიული ღირებულებებისთვის.

- ის, რაც ხდება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, იწვევს ამ ქვეყნის ყველა გულწრფელი მეგობრის შეშფოთებას, გრძელდება აშშ-ის ელჩის, ევროკავშირის ელჩის ძალისხმევა, რომ როგორღაც შეიცვალოს ეს სიტუაცია, რადგან საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებმაც ხმა მისცეს ოპოზიციას, ახლა პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი დეპუტატების მეშვეობით. ოპოზიციური ძალები სავარაუდოდ, თითქმის არ იქნებიან. რა უნდა იფიქროს ამომრჩეველმა? ვის მისცა ხმა და რისთვის? ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. ეს ასევე წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში ძალიან სერიოზული პოლარიზაციის მაჩვენებელს. ეს პოლარიზაცია ვითარდება პანდემიის, რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე, კრიზისი კი ჯერ არ დასრულებულა, კიდევ გაგრძელდება. პროგნოზები ეკონომიკა ზრდის დაბრუნების შესახებ, პროგნოზად რჩება, კარანტინი გრძელდება, ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი არ მუშაობს. მთავრობა დიდ ძალისხმევას იჩენს, რომ ეს პერიოდი ღირსეულად და უდანაკარგოდ გაიაროს. ახლა, რაც ხელს შეუწყობდა კრიზისიდან სწრაფად გამოსვლას, ერთიანობა და სოლიდარობაა, რაც, სამწუხაროდ, არ არსებობს.

-  მსოფლიოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები მოლდოვაში ჩატარდა. რა მოხდა იქ, არის ეს გარღვევაა? შეიძლება თუ არა 2014 წლის უკრაინასთან პარალელის გავლება?  ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთი ძალიან უკმაყოფილო იყო ჩვენი  არჩევანით.

- რუსეთმა დაკარგა დოდონი, მაგრამ არ დაუკარგავს სოციალისტური პარტია. მოლდოვა სუვერენული ქვეყანაა და ის მოქმედებს ისე, როგორ არჩევანსაც აკეთებს მოლდოვას ხალხი. რას ფიქრობს კრემლი ამის შესახებ, მეორეხარისხოვანი საკითხია. პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ რისკები და საფრთხეები, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ხალხის, საქართველოს ან უკრაინის ან მოლდოვის სუვერენული უფლების კონცეფციიდან. ხალხი არის ძალაუფლების მატარებელი და ხალხი წყვეტს მათ მომავალს.

- მაგრამ ეს უკრაინას არ დაეხმარა

- რადგან ხელს უშლიან. კრემლს არ სჭირდება არანაირი წინაპირობები და მიზეზები, თუ რამეს გადაწყვეტს. იმაზე საუბარი, რომ ყველაფერს უნდა მოვერიდოთ, ნიშნავს საკუთარი ინტერესების, საკუთარი სუვერენიტეტის და საკუთარი ხალხის სუვერენტიტეტის განადგურებას. თუ როგორ იმოქმედებს მოსკოვი, ეს არის მათი პასუხისმგებლობა ან მათი უპასუხისმგებლობა, თუნდაც აბსურდი. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება, როდესაც ევროკავშირი გამოდის "მოდით რუსეთი არ გავაღიზიანოთ ”. ეს არის გზა არსაით. ეტაპობრივად, რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტ ზეწოლას ახდენს, რადგან ვერ ხედავის ვერავის, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. დაუსჯელობა და შიში იმისა, "რაღაც არ უნდა მოხდეს", ამ ზეწოლას აძლიერებს. თუ ეს არის მომავალი, რომელიც სურს წამყვან დემოკრატიულ საზოგადოებას - კარგი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველა მივხდებით, რომ აუცილებელია რუსეთთან საუბარი სულ სხვა ენაზე, არა დათმობებით, ოღონდ ისინი არ გაბრაზდნენ და მშვიდად იყვნენ. ისინი არ იჯდებიან მშვიდად, იქნებიან იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლიან, თუ ამის უფლებას მისცემენ.

- რას ნიშნავს მოლდოვას ხელისუფლების შეცვლა უკრაინისთვის?

- თუ საპრეზიდენტო არჩევნებით მოლდოვაში გარკვეული დროით პოლიტიკური რეალობა შეიქმნებოდა, ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ წინ საპარლამენტო არჩევნებია. იქ მთავრობას ქმნის პარლამენტი და უფლებამოსილებები ძალზე შეზღუდულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ ცვლილებებს ამ ქვეყანაში, რადგან ჩვენ ვხედავთ მოლდოვას, საქართველოსთან ერთად "აღმოსავლეთ პარტნიორობაში". ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას საერთო ამბიციები აქვთ, მათ საპარლამენტო ასამბლეა დააარსეს 2 წლის წინ. ეს არის ჩვენი მსგავსი პოზიციების მანიფესტაცია და ჩვენი საერთო მომავლის ხედვა. მეგობარ მოლდოვაში სხვა პრეზიდენტს არ ველოდით, ჩვენს მოლდოველ მეგობრებს ახლა ვჭირდებით, მათ უნდა იგრძნონ, რომ მათთან ვართ. ეს ესმით საქართველოს პარლამენტშიც და უკრაინაშიც. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოლდოვას პრეზიდენტის პირველი ვიზიტი სწორედ კიევში შედგა.

- ომი ყარაბაღში: საკითხი, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში მტკივნეული თემაა კავკასიის რეგიონში. ნიშნავს თუ არა რუსეთის ძალების მიერ პრობლემის ასეთი გადაჭრა, პირიქით, ახალი პრობლემების შექმნას? რას იღებს საქართველო ამ შემთხვევაში, საფრთხეს თუ ახალ შესაძლებლობებს?

- ძალიან გამარტივებული მიდგომაა იმის გარკვევა, ვინ მოიგო და ვინ რა დაკარგა. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ადამიანებზე. ყარაბაღის ომმა თითქმის 5000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ორივე მხარეს, ეს ტრაგედიაა. წლების განმავლობაში ეს პრობლემა მუდმივად არსებობდა, აფეთქებების ინტენსივობაში განსხვავება მხოლოდ ისტორიის ფაქტია. ასევე ფაქტია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა იყო დარღვეული. მთელი რიგი ფაქტებია, რომლებიც დიდი ხანი იყო მოუგვარებელი. ადრე თუ გვიან, ეს კონფლიქტი უნდა მოგვარებულიყო. ის, რომ ეს ბოლომდე სამხედრო გზით არ მოხდა, ასევე ისტორიის ნაწილია. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, დააბრუნა ყარაბაღის გარეთ ის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებული იყო სომეხი სამხედროების მიერ და სომხური მოსახლეობით დასახლებული. ანუ შემცირებულია ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი. რისი გაკეთება ვერ შეძლეს: ყარაბაღის სტატუსი გაუგებარია, კითხვაზე "რა არის ეს?", პასუხი არაფერია. რა შეიცვალა: 2020 წლის 10 ნოემბრიდან რუსეთის სამხედრო კონტინგენტი ლეგალურად იმყოფება აზერბაიჯანში. ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ დაიწყო მოკლე დროში პოლიტიკური განცხადებები გაზრდის მიმართულებით. ეს იყო დაახლოებით 2000 სამშვიდობო, რომლებიც არ არიან სამშვიდობოები, იმიტომ, რომ მათთვის არავის მიუცია იმის მანდატი ყარაბაღის ტერიტორიაზე განლაგებულიყვნენ. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად დავინახეთ, რომ ვერტმფრენები განლაგდნენ ყარაბაღში, დავინახეთ, რომ განაღმვითი ჯგუფები მუშაობას იწყებენ. ეს ყველაფერი ამ 2000 კვოტის მიღმაა. ამიტომ, რუსეთის იქ ყოფნა უსაფრთხოების სრულიად ახალი ფაქტორია. გარდა ამისა, ასევე არის თურქეთი, რომელმაც გაგზავნა 60 თავისი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც რუსულ სამხედროებთან თანამშრომლობენ. ეს არის კონტროლისა და დაბალანსების ერთგვარი სისტემა.

რეაგირება მოახდინა საქართველომაც. საქართველო მუდმივად აცხადებს თავის შეშფოთებას ამიერკავკასიაში სტატუს კვოს შეცვლასთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ დროებითი ფენომენი. ყარაბაღის კრიზისის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, რუსული კონტინგენტი იმყოფება რეგიონის სამივე ქვეყანაში.

- რაც შეეხება სავაჭრო კავშირებსა და ტრანზიტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე?

- ვნახავთ, როგორ იმოქმედებს ეს სატრანზიტო მარშრუტებზე. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ გეგმებია. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვის მთავარი საკითხია ნახიჩევანთან სახმელეთო კომუნიკაციის უზრუნველყოფა და სავარაუდოდ, ეს მოგვარდება. რა იქნება სხვა მიმართულებებით? - ლოგიკა გვკარნახობს, რომ მათ უნდა იმუშაონ. რკინიგზა რუსეთიდან აზერბაიჯანიდან სომხეთისკენ და აზერბაიჯანიდან ირანში ტრანზიტი - ლოგიკურად უნდა გაიხსნას და ამ ყველაფერმა სარგებლობა უნდა მოუტანოს სავაჭრო ურთიერთობებს რეგიონში. რაც შეეხება საქართველოს - მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზეთის გავლით რკინიგზაზე რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯერჯერობით უშედეგოდ. ეს არის რუსეთის ფედერაციის ტიპიური პოზიცია, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, აიძულონ საქართველოს ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტი. საქართველო კატეგორიული წინააღმდეგია. ამ ტრანზიტის უზრუნველსაყოფად შვეიცარული კომპანიის ჩართულობამაც კი ჯერ შედეგი არ მოიტანა.

- აზერბაიჯანმა შეძლო ასეთი მძლავრი ნახტომის გაკეთება და თურქეთის წყალობით ტერიტორიების დაბრუნება. აშკარაა, რომ საქართველო ახლა ცდილობს რაც შეიძლება თბილი ურთიერთობა დაამყაროს თურქეთთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გზით საქართველო იმედოვნებს თავისი ძლიერი მეზობლის მხარდაჭერას და  აზერბაიჯანის მაგალითის გამეორებას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით? თუ ეს არის საზღვრების, კერძოდ აჭარის, თურქეთისგან დაცვის მცდელობა?

- არსებობს საერთო საზღვარი, არსებობს თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, პირველ რიგში სასაზღვრო თანამშრომლობა. დიდი უპირატესობაა საზღვარი გქონდეს ძლიერ სახელმწიფოსთან, რომელიც პარტნიორია და არა მტერი. ჩვენ არ გვაქვს საზღვრები თურქეთთან, მხოლოდ საერთო ზღვა, მაგრამ ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება. თურქეთთან თანამშრომლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის და მით უმეტეს ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. გადაჭარბება იქნებოდა აქ საქართველოს აზერბაიჯანთან შედარება, ბაქოს და ანკარას ოფიციალური პოზიცია ორი სახელმწიფოა - ერთი ერი. ამიტომ, აქ კავშირი გაცილებით ღრმაა. საქართველოსთვის თურქეთი საიმედო პარტნიორია, რომლის არსებობაც აუცილებელია შავ ზღვაში რეგიონის უსაფრთხოებისა და ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

- ისევ თურქეთი, რომელიც ახლა აქტიურად ატარებს შავი ზღვის შელფის კვლევას. იქ უკვე ნაპოვნია გაზის მნიშვნელოვანი საბადოები. ხომ არ გახდება ეს შავი ზღვის ქვეყნებისთვის დაბრკოლება მომავალში?

- რესურსების საკითხი შავ ზღვაში, მომავლის საკითხია. არა მხოლოდ ენერგორესურსები, იქ არის ბიოლოგიური რესურსები, მინერალების მარაგი. ეს არის შავი ზღვის ყველა ქვეყნის მარაგი. ერთობლივი გამოყენება - საღი აზრის და საერთაშორისო სამართლის საკითხია.

- სხვათაშორის, საღი აზრისა და საერთაშორისო სამართლის შესახებ: არსებობს "ჩრდილოეთი ნაკადი 2". აშშ-ის სანქციები ძლიერია და მათგან რუსეთისთვის მიყენებული ზიანი კოლოსალური, თუმცა როგორც იტყვიან, კრემლს ეს პროექტი კბილებით უჭირავს და გასაგებია, რატომ. დაუშვებს საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით შეერთებული შტატები გაზსადენის დასრულებას?

- დიახ, ეს უდავოდ პოლიტიკური პროექტია, მაგრამ გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასევე არის ეკონომიკური პროექტი. კომპანიების ფინანსური ინტერესები ასევე ზეწოლაა. "ჩრდილოეთ ნაკად 2"-ს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ აშკარაა, იგი ამოქმედდა, თითქმის დასრულებულია. აშკარაა, რომ ახლა იგი გაყინული იქნება მინიმუმ ერთი წლით. უკვე დაიწყო საუბრები, რომ ის კვლავ სასარგებლო იქნება წყალბადის რესურსების ტრანსპორტირებისთვის. როგორც "გაზპრომში", ისე აქციონერებში ჯერ კიდევ არსებობს რეალობის შეგრძნება, რომ დამარცხება შესაძლებელია. მსოფლიოში არც ერთ კომპანიას არ სურს მისი დაზღვევა ამერიკული სანქციების გამო. ეს მათი ეფექტურობის საუკეთესო დადასტურებაა.

- გასული წელი დატვირთული იყო, თუმცა, ცხოვრება არ შეჩერებულა, ამავდროულად უნდა გადაწყვეტილიყო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფოთაშორისი მნიშვნელობის საკითხები. როგორ აისახა კორონავირუსის წელი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე? რა არ გამოვიდა?

- ეს იყო "კრაშ ტესტი" ყველა ქვეყნისთვის. უკიდურესად შეზღუდული იყო ფიზიკური კონტაქტები. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა ორი ვიზიტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ერთი - პრემიერ-მინისტრს. იგივე სიტუაციაა უკრაინაში. ტემპის შენელება ვითარებამ გვაიძულა. პრეზიდენტ ზურაბიშვილს კიევში ვიზიტის გადადება მოუხდა, თუმცა თანამშრომლობა არ შეწყვეტილა. მოხარული ვართ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა იმდენად არ დაზარალდა.

ძალიან მოხარული ვარ, რომ 2020 წელს შევძელით უკრაინის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის განხორციელება. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა და პერსპექტივა აქვს. 2020 წელს უკრაინამ მიიღო ნატოს პარტნიორის სტატუსი გაფართოებული შესაძლებლობებით. ეს ის არის, რაც საქართველოს 5 წელია, აქვს. ეს გამოცდილება გვჭირდება. ჩვენ გვაქვს საერთო გეგმები როგორც სამხედრო წვრთნების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების მომზადების კუთხით ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების საქართველოში რეაბილიტაციის პროგრამა შეჩერებულია, მაგრამ როგორც კი პირობები იქნება, ჩვენ ამას დავუბრუნდებით. 2021 წლიდან ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენს ურთიერთობას. ჩვენ უკვე დავიწყეთ საუბარი კონკრეტული ვიზიტების თარიღებზე ორივე მხარეს, იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში იქნება როგორც გადაწყვეტილებები, ასევე ცვლილები.

ტატიანა სენენკო

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები