"საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, აბსოლუტურად მიუღებელია"

ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის სტიან იენსენის განცხადებით, უკრაინას შეუძლია ნატოში გაწევრიანება რუსეთის ფედერაციის მიერ მიტაცებული ტერიტორიების სანაცვლოდ.

"ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის დათმობა და ნატოში გაწევრიანება ამის სანაცვლოდ. მე არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს სავარაუდო გამოსავალი“, - განაცხადა იენსენმა.

აღნიშნულ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

სამინისტროს წარმომადგენლის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, აბსოლუტურად მიუღებელია.

"ყოველთვის ვარაუდობდნენ, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, არ ვაჭრობს ტერიტორიებით. შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ნატოს ოფიციალური პირების ჩართვა ნარატივის ფორმირებაში, რაც უკრაინის მიერ თავის ტერიტორიებზე უარის თქმას გულისხმობს, მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. სამაგიეროდ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, განვიხილეთ უკრაინის გამარჯვების დაჩქარებისა და ნატოში სრული წევრობის მოპოვების გზები", - წერს ნიკოლენკო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მსგავსი განცხადებები მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისა და "ცუდი მშვიდობის" დამყარების მცდელობაა. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, მომავალში რუსეთი უარს არ იტყვის ომის სხვა თაობებისთვის გადაცემაზე.

"ტერიტორიის გაცვლა? უცნაურია. ანუ, მიზანმიმართულად წავიდეთ დემოკრატიის დაკარგვაზე, გლობალური კრიმინალის წახალისებაზე, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სავალდებულო გადაცემაზე  სხვა თაობებისთვის. ვაღიაროთ, რომ პუტინის ტრიუმფი არ მოუტანს მშვიდობას მსოფლიოს, არამედ მოუტანს სირცხვილს და ომს. მკვლელები არ უნდა წაახალისონ”, – წერს პოდოლიაკი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები