კელი დეგნანი - საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს

სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ეხმარება საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესი ევროპის გზაზე.

"საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე პროგრესი იქნება მომავალშიც. როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები არის უკვე გაკეთებული. მრავალ სამინისტროსთან ადგილობრივ დონეზეც ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებში, რომლებიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირისა და ნატოს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, საქართველოს ჰქონდეს წარმატება ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოში წარმატებისა. პოლიტიკოსები – პოლიტიკოსები არიან. პირადად არ ვიღებ ნამდვილად, რასაც ამბობენ ჩემ შესახებ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. ფოკუსი, კონცენტრაცია უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე. გაწერილია საგზაო რუკა, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, მთავრობისა და პოლიტიკის შემქმნელები თუ გაჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ, და ინკლიზიურ პორცესს, ეს დაადასტურებდა იმ ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, გადავიდნენ, სულ მცირე, შემდგომ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობის. ეს პოლიტიკურ სიმამაცესაც ითხოვს ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ყველამ იცის ეს. სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.

ქართველები შეჩვეული არიან და პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, თუ არა ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი. მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებენ ჩემზე. ისინი არ შემხვედრიან და პირადად ვერ მივიღებ ნამდვილად, თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ დააბნიონ ქართველები, ვინც ცდილობენ, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია, ეს ადამიანები გვერდით გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლისა. იმედი მაქვს, მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის, ანგარიშისა და ცნობების მიწოდებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები