დავით კირკიტაძე - ევროპის გაფართოება შეუქცევადი პროცესია, ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროკავშირშია

ჩვენი ქვეყნის მეგობარმა შარლ მიშელმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რითაც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ევროპის გაფართოება შეუქცევადი პროცესია, ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროკავშირშია, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

"სამწუხაროდ, ამ გზაზე ორი ბარიერი რჩება – "ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ არც სტატუსი მიიღოს და არც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვიყოთ. რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ისედაც იცოდით.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სწრაფვა ისტორიულ ადგილზე დაბრუნებისკენ, რომ ამ ბარიერს გადავლახავთ, სტატუსს მივიღებთ და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით“, – განაცხადა კირკიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები