ხატია დეკანოიძე - "ქართული ოცნების" პირობებში ძალიან რთულია გაფართოების ტალღაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა

შარლ მიშელისა და სხვა ევროპელი ლიდერების განცხადება ხელს უწყობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში უკრაინის თავგანწირვა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც დიდი ხანია, ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღას ელოდებიან, გაუჩნდათ ახალი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს და გაფართოების ახალ ტალღაში მოვხვდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრაა რეგიონში. თუმცა დღეს გვაქვს ვითარება, როცა საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების თვალსაზრისით შესასრულებელი აქვს საშინაო დავალება, 12 რეკომენდაცია.

ალბათ, ახლა უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანებაზე მიწვევას მიიღებენ. უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პირობებში ძალიან რთულია გაფართოების ტალღაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, რადგან იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ იმუშაოს გაფართოების ტალღაზე, ყველაფერს აკეთებს, რომ ევროსკეპტიციზმი გააძლიეროს ქვეყანაში, რაც პირველ რიგში რუსეთის სურვილია. დღეს მძიმე მოცემულობა გვაქვს. ევროკავშირმა სტატუსი უნდა მოგვცეს, მაგრამ ვერ მოგვცემს, თუ არ შესრულდება რეკომენდაციები. ჩვენ 2024 წელს მნიშვნელოვანი მისია და საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი, რომ გაფართოების ახალ ტალღაში მოვხვდეთ, ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიცვალოს და პროდასავლური ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვინც აუცილებელ რეფორმებს გაატარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ ტალღას ვერ დავეწევით, რადგან ხელისუფლების მთავარი ობიექტი გაფართოება და რეფორმების გატარება არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები