შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურს პარლამენტში 22 სექტემბერს მოუსმენენ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტის წინაშე 22 სექტემბერს წარდგება და შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას შესთავაზა, გამოეყენებინათ ის ინსტრუმენტები, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანი იქნებოდა.

"ადრეც, როცა ჰქონდათ ინიციატივა, შევთავაზე მათ, ის ინსტრუმენტები გამოეყენებინათ, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანია, მათ შორის, გამოეყენებინათ ინტერპელაციის შესაძლებლობა. კარგია, რომ ამის შემდეგ ინტერპელაციით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც 22 სექტემბერს სწორედ ამ ინტერპელაციაზე საპასუხოდ მოვა პარლამენტში და შესაძლებლობა ექნებათ, ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. ამიტომ, ოპოზიციის მიმართ ჩემი მოწოდება იქნებოდა, დაელოდონ ინტერპელაციას და ნახონ, რა კითხვები დარჩათ და მიიღებენ თუ არა პასუხებს. შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა საკითხზე გასცემს პასუხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უახლესი ამბები