NBC - ზელენსკი მომავალ კვირას ბაიდენს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება, - ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

"უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალურ ასამბლეაში ნიუ-იორკში მომავალ კვირას", - წერს NBC News.

დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთანაც.

ჯერჯერობით უცნობია, ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართება თუ თეთრ სახლში.

ბაიდენი ზელენსკის ბოლოს ივლისში ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები