ახალი 2023-2024 სასწავლო წელი ონის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დღეს განახლდა

ახალი 2023-2024 სასწავლო წელი მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დღეს განახლდა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სწავლა დაიწყო ასევე სკოლის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა ინტერესების მიხედვით, არაფორმალური განათლების მიწოდების პრაქტიკას.

"დღეის მდგომარეობით ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 140 ბავშვი დარეგისტრირდა. წლევანდელი ახალი სასწავლო წელი იმითაა გამორჩეული, რომ ონის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა - "არცერთი ბავშვი სასკოლო მზაობის გარეშე!“

მიმდინარე სასწავლო წელს უკვე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, სადაც არ არის ბაღი და ცხოვრობს 5-6 წლიანი ასაკის ბავშვი, გაივლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 4 ასეთი ცენტრია გახსნილი და სასწავლო პროცესი 2 ოქტომბერს დაიწყება. სასკოლო ასაკის ბავშვები 30 კვირის მანძილზე, კვირაში ხუთი დღე, სამ საათიანი დღის რეჟიმით, გაივლიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტს.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს დაიწყება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კი ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია არის დაგეგმილი", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.