სალომე ზურაბიშვილი - არავინ შეგვაშინოს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს

მთავარია, რომ ჩვენ, ყველას, გვინდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს. სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება მომენტი, როცა ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ცხოვრებაში თავისით არ მოდის არაფერი და ეს მთავარი გზა, რაც არის გასავლელი, არის ყველას ერთად გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – ნებისმიერი ნაბიჯი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი. მე ვიქნები თქვენთან ყველგან, სადაც შემიძლია. ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს, მალე წავალ პოლონეთში, ბელგიაში. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. შეიძლება, ყველაზე დიდი როლი მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ ჩვენ, ყველას, გვინდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს. სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ.

არავინ შეგვაშინოს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს. ის, ვინც ამას ეცდება, თვითონ დაიკარგება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები