პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში ვახტანგ გომელაურს და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, აქციის მიზანია, შეახსენონ მთავრობის წევრებს, რომ ეს ქვეყანა ვერასოდეს გახდება რუსეთი.

მისივე თქმით, შს მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს შოვთან დაკავშირებითაც.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, აქციაზე შეკრებილებს აინტერესებთ ვახტანგ გომელაურმა გასცეს კითხვას პასუხი, რატომ არ აკავებენ ოთარ ფარცხალაძეს.

აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა გაუქმდეს ნათია თურნავას ბრძანება და მან თანამდებობა დატოვოს.

პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

უახლესი ამბები