უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 274 950 (+480) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 22.09.2023-მდე: ტანკები - 4644 (+6), ჯავშანტექნიკა - 8891 (+8), საარტილერიო სისტემები - 6177 (+40), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 785 (+4).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 528 (+0), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4858 (+8), ფრთოსანი რაკეტები - 1517 (+38).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 8690 (+20), სპეციალური ტექნიკა - 912 (+1).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ წინსვლას ორი მიმართულებით. თავდაცვის ძალებმა ასევე მოიგერიეს რუსული თავდასხმები ბახმუტის, მარინკის, ზაპოროჟიესა და შახტარის მიმართულებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში 26 სამხედრო შეტაკება მოხდა.