უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 275 850 (+390) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 24.09.2023-მდე: ტანკები - 4662 (+7), ჯავშანტექნიკა - 8914 (+2), საარტილერიო სისტემები - 6233 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 789 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 531 (+1), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4888 (+21), ფრთოსანი რაკეტები - 1518 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 8734 (+18), სპეციალური ტექნიკა - 914 (+2).