საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 09:21 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.
იქამდე, თბილისის დროით 08:00 საათზე 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთასთან, სოფელ ლელუბანთან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.